суббота, 25 мая 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ვიმუშავეთ მესამე დღიდან მიზნების და სტანდარტების გაწერაზე,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენაზე და გეგმაში ჩაწერაზე.მიმართულების კითხვები განვათავსეთ ბლოგზე .განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროების დადგენის გზები.
ვიმუშავეთ ჩვენს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის მომზადებაში.
პროექტის დაგეგმვის პირველ ეტაპზე შევარჩიეთ მოსწავლის მიერ მისაღწევი სტანდარტი და შერჩეული სტანდარტებიდან გამოვიტანეთ სასწავლო მიზნები და მნიშვნელოვანი სააზროვნო შეკითხვები.
  დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 19 мая 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე დაიწყო,პოზიტიურად მისალმების შემდეგ შევუდექით მუშაობას მაგრამ შეგვექმნა პატარა პრობლემა არ იყო ინტერნეტი ტრენერმა შემოგვთავაზა ალტერნატიული გზა გაგვიზიარა საკუთარი ინტერნეტი და გვამუშავა ჯგუფებში ვიმუშავეთ პადლეტში ,გამოკითხვის ფორმებში გონებრივი იერიშისათვის ასევე GoogleForm-ში და გავეცანით პრეზენტაციას ბლუმის ტაქსონომიაზე.
 ამ დღით კმაყოფილი დავრჩი მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ ჩემი პროექტის მომზადების დროს

მეორე დღის რეფლექსია

პირადი პრობლემების გამო მეორე დღის ტრენინგს ვერ დავესწარი

პირველი დღის რეფლექსია

პირველი დღე დაიწყო გაცნობით,ტრენერმა წარმოგვიდგინა თავისი თავი და გაგვაცნო ტრენინგის მიზნები.
 ვიმუშავეთ ვიუვერში ,შევქმენით საქაღალდე და მასში განვათავსეთ სხვა საქაღალდეები.
 გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს. შევარჩიეთ  ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარჩვევები.  გავეცანით კურსის რესურსებს ,ჩამოვტვირთეთ პროექტის შაბლონი და განვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.